4 Matching Annotations
  1. Jun 2024
    1. უფრო კონკრეტულად კი, ახალი წესით არაფორმალური განათლების აღიარების პროცესი და პროცედურები 4 ძირითად ეტაპს მოიცავს: იდენტიფიცირება - არაფორმალური განათლების აღიარების საჭიროების, კომპეტენციების, სწავლის შედეგების იდენტიფიცირება; დოკუმენტირება - დოკუმენტების შეგროვება მტკიცებულებებთან ერთად; შეფასება - სწავლის შედეგების შეფასება სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით; სერტიფიცირება - სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურება სერტიფიკატით.

      .....

    2. თუმცა ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს ჩამოყალიბებული ერთიანი ხედვა თუ რა არის არაფორმალური განათლება

      შესაბამისად არ არიან ახალგაზრდებიც ინფორმირებულნი თუ რა არის რეალურად არაფორმალური განათლება და ხშირად მათი წარმოდგენა არაფორმალურგანათლებასთან დაკავშირებით მცდარი ან მწირია

    3. არაფორმალური განათლება პიროვნებისა და საზოგადოების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, კვლევები აჩვენებს, რომ განათლების 60%-ზე მეტი სწორედ არაფორმალური გზით მიღებულ განათლებაზე მოდის.

      დღესაც ამ რეალობის წინაშე ვდგავართ,რადგან უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამები არაა საკმარისი კარიერული წინსვლისთვის, პიროვნული უნარჩვევების გამომუშავებისთვის

    4. არაფორმალური განათლების ცნება პირველად ქართულ კანონმდებლობაში 2005-2007 წლებში განათლების სისტემაში გატარებული რეფორმების შემდგომ გაჩნდა.

      [)