4 Matching Annotations
  1. Last 7 days
    1. სოფლის მოსახლეობა, როგორც ქალები, ისე კაცები, ნაკლები თავისუფალი დროის არსებობაზე მიუთითებენ და იშვიათად არიან ჩართული დასვენების აქტიურ ფორმებში.

      იმის დასადგენად, თუ რატომ მონაწილეობს სოფლის მოსახლეობა ნაკლებად აქტიურ დასვენებაში, საჭიროა დამატებითი მონაცემები. მაგალითად: მონაცემები ტრანსპორტისა და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

    2. ქალებისთვის პარტნიორის ყოლა ასოცირდება თავისუფალი დროის ფარგლებში განხორციელებული თითოეული აქტივობისთვის განსაზღვრული დროის შემცირებასთან.

      ჩემი აზრით, პარტნიორის ყოლასა და თავისუფალი დროის შემცირებას შორის კავშირი თავისთავად არ ამტკიცებს, რომ სწორედ პარტნიორის ყოლა იწვევს ამ ცვლილებას. შესაძლოა, შედეგზე გავლენას სხვა ფაქტორებიც ახდენდნენ. მხოლოდ ამ ფაქტორით არ უნდა განვსზღვროთ და შევაფასოთ.

    3. კვლევაში მხოლოდ ის ზრდასრულები მონაწილეობდნენ, რომელთა სახლშიც არასრულწლოვანი არ ცხოვრობს. მიზანი ზრუნვასთან დაკავშირებული გენდერული მოლოდინების გავლენის კონტროლი იყო.

      ეს კვლევა არ გვაჩვენებს, როგორია თავისუფალი დრო იმ ოჯახებში, სადაც ბავშვები ცხოვრობენ. საინტერესო იქნებოდა ამ ორი ჯგუფის შედარება, რათა უკეთ გაგვეგო, რა გავლენას ახდენს ბავშვზე ზრუნვა თავისუფალი დროის რაოდენობაზე.

    4. 5,599 ზრდასრული ადამიანის მონაწილეობით ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ისეთ მარტივ კითხვაზე, როგორიცაა „ვინ და როგორ ატარებს თავისუფალ დროს საქართველოში?“ პასუხი არცისე მარტივია და სქესის, ასაკის, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებას საჭიროებს.

      რესპოდენტების რაოდენობა საკმაოდ დიდია, რაც ზრდის შედეგის სანდოობის პოტენცილს, თუმცა მხოლოდ ეს რესპოდენტების რაოდენობა არ არის საკმარისი ამ კვლევისთვის. ასევე, მნიშველოვანია გავითვალისწინოთ თუ რა პრინციპით შეარჩიეს მონაწილეები.