3 Matching Annotations
  1. Feb 2025
    1. Written by Mariam Bakhtidze, Mzia Ghviniashvili & Brida Jennifer Monn, a collaboration between students of the Tbilisi State University and the University of Zurich We're going to talk about why we chose this subject, why it's important and where the problem lies. As examples, we will use Georgia's mountainous areas and Switzerland. To illustrate the Georgian case, human activities can widely affect the landscape and change it by using utility infrastructure. This might be necessary and effective but sometimes, as in our example, it can also be aesthetically unattractive or, even worse, dangerous (Arya 2022). Figure 1: Overland utility infrastructure in Tbilisi (Mariam Bakhtidze, 2023). Many Georgian people or tourists might have seen these pipelines blocking the view, but we've never thought about how they could be dangerous, for example, cause of car accidents, as they are mostly installed on sidewalks. However, as we know, gas pipes that go inside homes are commonly buried underground. If the soil isn't good enough for the pipes, they are wrapped in plastic to protect them from damage and prevent gas leaks into the ground. If we consider the example of Switzerland, it should be noted that there is no such a problem like this (Gaznat n.d.). "In its gaseous state, natural gas is transported from other countries in thick steel pipes which may be as large as 1.4 meters in diameter. Gas pipelines are buried at a depth of at least 1 meter (underground gas pipelines) or immersed (undersea pipelines). They are insulated on the outside by a layer of polyethylene. A particularly effective technique known as cathodic protection is used to ensure that buried metallic structures do not corrode." (Gaznat n.d.) In Switzerland gas pipelines are normally underground and only visible through markers at the surface (Gaznat n.d.). Renewable energy is the most landscape changing utility infrastructure in Switzerland. As we want to rely more on it, new constructions are necessary. The placing of photovoltaics, wind turbines and hydropower installations are recently discussed examples. The amount of infrastructure needed is immense. However, the acceptance for new constructions in nature is small as even the high-voltage power lines are seen as unattractive view blockings (Salak et al. 2022)."Our results show, that society acknowledges the energy system change by accepting a certain degree of REI [renewable energy infrastructure] in almost all landscapes presented. However, the amounts of REI that are accepted in the survey show that society is not yet aware of the giant dimension of transformation needed (number of infrastructures)." (Salak et al. 2022) Besides the settlement areas public growth also demands for new transportation infrastructure. This would afford new tracks and pathways for public transportation and more sealed areas for roads. On the other hand, there are goals to reduce noise and protect climate and nature (FOEN 2022). When we compare Georgia and Switzerland, we remark some similarities: utility Infrastructure is important but has an impact on landscape. Also, there are some constructions that block beautiful views. However, there are some huge differences between the two countries: the focus and main goals regarding the building of utility infrastructure.

      საქართველოსა და შვეიცარიის კომუნალური ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან,განსაკუთრებით გაზსადენების განლაგების თვალსაზრისით. საქართველოში გაზსადენები ხშირად განთავსებულია ტროტუარებზე, რაც შეიძლება სახიფათო იყოს, მაშინ როდესაც შვეიცარიაში ისინი მიწისქვეშ იმალება, რითაც მინიმუმამდეა დაყვანილი ლანდშაფტის ვიზუალური დაბინძურება და უსაფრთხოების რისკები.

      გარდა ამისა, შვეიცარიაში განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი როლი აქვს, თუმცა საზოგადოება ახალი მშენებლობების მიმართ გარკვეულ სიფრთხილეს იჩენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ბუნებრივ ლანდშაფტს ეხება. მსგავსად, საქართველოშიც ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოზე და ვიზუალურ ესთეტიკაზე, თუმცა აქ მთავარი ყურადღება უსაფრთხოებაზე და პრაქტიკულობაზეა გამახვილებული.

      მიუხედავად გარკვეული მსგავსებებისა, ამ ორ ქვეყანას აქვს განსხვავებულ პრიორიტეტები კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისას. ჩემი აზრით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოს შვეიცარიული გამოცდილება უსაფრთხოების და გარემოს დაცვის თვალსაზრისით, რათა ინფრასტრუქტურა განვითარდეს მინიმალური ზიანით როგორც გარემოსთვის, ისე საზოგადოებისთვის, ლანდშაფტის ვიზუალური დაბინძურების გარეშე.

    2. საქართველოსა და შვეიცარიის კომუნალური ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან,განსაკუთრებით გაზსადენების განლაგების თვალსაზრისით. საქართველოში გაზსადენები ხშირად განთავსებულია ტროტუარებზე, რაც შეიძლება სახიფათო იყოს, მაშინ როდესაც შვეიცარიაში ისინი მიწისქვეშ იმალება, რითაც მინიმუმამდეა დაყვანილი ლანდშაფტის ვიზუალური დაბინძურება და უსაფრთხოების რისკები.

      გარდა ამისა, შვეიცარიაში განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი როლი აქვს, თუმცა საზოგადოება ახალი მშენებლობების მიმართ გარკვეულ სიფრთხილეს იჩენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ბუნებრივ ლანდშაფტს ეხება. მსგავსად, საქართველოშიც ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოზე და ვიზუალურ ესთეტიკაზე, თუმცა აქ მთავარი ყურადღება უსაფრთხოებაზე და პრაქტიკულობაზეა გამახვილებული.

      მიუხედავად გარკვეული მსგავსებებისა, ამ ორ ქვეყანას აქვს განსხვავებულ პრიორიტეტები კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისას. ჩემი აზრით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოს შვეიცარიული გამოცდილება უსაფრთხოების და გარემოს დაცვის თვალსაზრისით, რათა ინფრასტრუქტურა განვითარდეს მინიმალური ზიანით როგორც გარემოსთვის, ისე საზოგადოებისთვის, ლანდშაფტის ვიზუალური დაბინძურების გარეშე.

  2. Oct 2022
    1. უმაღლესი განათლება და დასაქმების ბაზარი დიანა ლეჟავა, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი ბლოგი მომზადდა პროექტის „ბოლონიის გამოწვევები: მაღალპროდუქტიული სამუშაო ძალა და უმაღლესი განათლება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით [გრანტის ნომერი: №FR 18-13966]. დღევანდელ ბლოგში მინდა ერთ მნიშვნელოვან და ცოტაოდენ საკამათო საკითხს შევეხო – უმაღლესი განათლების კავშირს დასაქმებასთან. ალბათ გიჩნდებათ კითხვა, რა არის ამაში საკამათოო და პასუხიც არ დააყოვნებს –  რა თქმა უნდა უმაღლესი განათლება პირდაპირ კავშირშია დასაქმებასთანო. თუმცა, საკამათო მაინც არის, კერძოს კი ის, თუ როგორ, რა ხერხებით და რა ფორმით აქვს განათლებას კავშირი დასაქმებასთან: ვალდებულია თუ არა უნივერსიტეტი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედოს და მოამარაგოს დამსაქმებლები სათანადო მუშახელით?თუ ვალდებულია, რომ სტუდენტები და კურსდამთავრებულები მოამარაგოს შესაფერისი დასაქმების ადგილებით?ან იქნებ სულ სხვა როლი აქვს და ჩვენი, საზოგადოების წარმოდგენები ამ ორ ინსტიტუციას შორის კავშირებზე ზოგადი და შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად მცდარიც კია? ამ საკითხებზე განათლების მკვლევარები და სპეციალისტებიც მრავალი წელია დავობენ და განათლება-დასაქმების კავშირებზე, კერძოდ კი რა როლი უნდა ჰქონდეს განათლებას (ჩვენ შემთხვევაში – უმაღლეს განათლებას) დასაქმების ბაზრის განვითარებაზე ბევრი თეორია, კვლევა და მოსაზრება არსებობს. სპეციალისტთა (განსაკუთრებით, ადამიანური კაპიტალის თეორიის მიმდევრები) ნაწილი მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ კურსდამთავრებულის დასაქმება წარმოადგენს და რაც უფრო მეტ ინვესტიციას ჩადებს ინდივიდი თავის განათლებაში, მით უფრო მაღალშემოსავლიანი სამსახურის პერსპექტივა ექნება (Becker, 1994; Mincer, 1974). სხვათა შორის, 2017 წელს ცენტრმა კვლევაც კი ჩაატარა ამ საკითხზე, რომ გვენახა, რამდენად რეალისტურია ეს თეორია საქართველოს შემთხვევაში. მართლაც უფრო მაღალშემოსავლიან სამსახურს ჰპირდება ადამიანს განათლებაში ჩადებული ინვესტიცია? პასუხი ვრცლად ამ კვლევის ანგარიშში შეგიძლიათ იხილოთ: ამაშუკელი, მ., ლეჟავა, დ. და გუგუშვილი ნ. (2017). განათლების ამონაგები, დასაქმების ბაზარი და შრომითი კმაყოფილება საქართველოში. თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. მოკლედ, კი აქვე შემიძლია გითხრათ, რომ სხვა ქვეყნების შემთხვევაში შეიძლება მართლაც პირდაპირპროპორციული კავშირია განათლებაში ჩადებულ ინვესტიციასა და შემოსავლებს შორის, მაგრამ ჩვენთან, საქართველოში, განათლებას კავშირი არა მაღალ შემოსავლებთან, არამედ დასაქმებისუნარიანობასთან უფრო აქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტი განათლება გვაქვს, მით უფრო გვიმარტივდება სამსახურის შოვნა რადგან მით უფრო მომხიბვლელები ვხდებით დამსაქმებლისთვის, მაგრამ ჩვენი ხელფასი შეიძლება იმდენივე იყოს,  რამდენიც ჩვენზე შედარებით დაბალი კვალიფიკაციის მქონეს აქვს. აქვე ისმის კითხვა, დასაქმდება კი ადამიანი თავისი პროფესიით (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციით)? განათლების მკვლევართა სხვა ნაწილის აზრით, უნივერსიტეტი დასაქმების ბაზარსა და მის მოთხოვნებზე დამოკიდებული ვერ იქნება; შესაბამისად, მისი მისიაა კურსდამთავრებული იმ ცოდნითა და ტრანსფერული (გამჭოლი) უნარებით აღჭურვოს, რომლებიც კურსდამთავრებულს დაეხმარება მარტივად ადაპტირდეს შრომის ბაზარზე, ან თავადვე შექმნას შრომის ბაზარი (Hyslop-Margison & Welsh, 2003; Corominas et al, 2010). ეს მოსაზრება პრინციპში გარკვეულწილად გამომდინარეობს კიდეც ადამიანური კაპიტალის განვითარების თეორიიდან და ფრიად საინტერესოა იმის გათვალისწინებით, რაც ზემოთ ვახსენე, პროფესიით დასაქმების პერსპექტივებთან დაკავშირებით. ვინაიდან საქართველოს (და არა მხოლოდ) დასაქმების ბაზარი საკმაოდ ჰომოგენურია, შედარებით ნელა და მდორედ ვითარდება, იშვიათად იქმნება დასაქმების ახალი ადგილები და მოთხოვნა კონკრეტულ პროფესიებზე/კვალიფიკაციებზე შეიძლება საერთოდაც არ იყოს (ან ძალიან დაბალი იყოს), გვრჩება მხოლოდ ერთი გამოსავალი – დავსაქმდეთ არა ჩვენი პროფესიით. შესაბამისად, ვიტყოდი რომ ეს მოსაზრება ტრანსფერული უნარების მნიშვნელობასა და ადაპტაციის უნარზე, სწორედ ჩვენნაირი ქვეყნებისთვისაა. კიდევ ერთი მოსაზრების თანახმად, უნივერსიტეტს აქვს ეკონომიკური განვითარების პოტენციალი, რადგან სწორედ მის ბაზაზე ხდება იმ სამეცნიერო პოტენციალის აკუმულირება, რაც თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიური განვითარების (და შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების) საწყის წყაროს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, აკადემიას შეუძლია თავადვე იყოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და მის წიაღში შექმნილი სამეცნიერო პროდუქტისა და პატენტების კომერციალიზაცია უზრუნველყოს. ამ პროცესში კი აქტიურად ჩართოს საკუთარი სტუდენტები და პრაქტიკაზე-დაფუძნებული სწავლების გზით აღჭურვის ისინი შესაბამისი არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევებით (Nelles & Vorley, 2010; Foss & Gibson, 2015). ყველა ზემოთაღნიშნული მოსაზრებიდანეს უკანასკნელი ყველაზე მეტად მომწონს. ნებისმიერ შემთხვევაში, რომელი მოსაზრების მიმდევრებიც არ უნდა ვიყოთ, ან თუნდაც სამივე მოსაზრებას ვიზიარებდეთ, ერთი რამ ცხადია – დასაქმების ბაზრისთვის მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლება, უფრო კონკრეტულად კი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების კომბინაცია. გამოყენებული ლიტერატურა: საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ 2004. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/32830?publication=83 Becker, G.S. (1994). Human capital: a theoretical and empirical analysis with special reference to education (3rd Edition). The University of Chicago Press (Original work published 1964 by New York: Columbia University Press) Corominas E., Saurina C. & Villar E. (2010). The Match between University Education and Graduate Labour Market Outcomes (Education-Job Match). An analysis of three graduate cohorts in Catalonia. Barcelona: Catalan University Quality Assurance Agency Foss, L. & Gibson, D.V. (2015). The entrepreneurial university. Context and institutional change. In L. Foss & D.V. Gibson (Eds.), The entrepreneurial University. Context and institutional change (pp. 1-17). London and New York: Routledge Hyslop-Margison E. & Welsh B. (2003). Career Education and Labour Market Conditions: The Skills Gap Myth. The Journal of Educational Thought (JET) / Revue de la Pensée Éducative 37(1), pp. 5-21 Mincer, J.A. (1974). Schooling, Experience, and Earnings. New York: National Bureau of Economic Research. Nelles, J. & Vorley, T. (2010). From Policy to Practice: Engaging and Embedding the Third Mission in Contemporary Universities. International Journal of Sociology and Social Policy  30(7/8), pp. 341-353. DOI 10.1108/01443331011060706. ჩანაწერი გამოქვეყნებულია: მარტი 1, 2021 ავტორი: cssadmin კატეგორია: ბლოგი.

      ჩემ მიერ შერჩეულ ბლოგში საუბარია უმაღლეს განათლებაზე, დასაქმების ბაზარზე და მათ კავშირზე. ავტორი მსჯელობს თუ რა ფორმით უკავშირდება განათლება დასაქმებას, ვალდებულია თუ არა უმაღლესი სასწავლებელი სტუდენტებს შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი განათლება მიაწოდოს, თუ არამარტო განათლებით, არამედ სამუშაო ადგილებითაც უნდა უზრუნველყოს უნივერსიტეტმა კურსდამთავრებულები. ბლოგის მიხედვით, სპეციალისტთა ნაწილი თვლის, რომ უმაღლესი განათლების ერთ-ერთ მთავარ მიზანს კურსდამთავრებულის დასაქმება წარმოადგენს. მაგრამ ბლოგში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოში განათლება უკავშირდება დასაქმებისუნარიანობას და არა მაღალ შემოსავალს. რაც უფრო კარგი განათლება აქვს ადამიანს, მით უფრო მიმზიდველია დამსაქმებლისთვის, მაგრამ დასაქმება, ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, ყოველთვის არ ნიშნავს მაღალ შემოსავალს. ამასთან, ბლოგში მოყვანილია სპეციალისტთა იმ ჯგუფის მოსაზრებაც, რომელსაც განსხვავებული შეხედულება აქვს ამ საკითხის მიმართ. კერძოდ, მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტი შრომის ბაზარსა და მის მოთხოვნებზე დამოკიდებული არ შეიძლება იყოს, აქედან გამომდინარე, მისი მისიაა სტუდენტს მისცეს ცოდნა და უნარები, რომელთა დახმარებითაც კურსდამთავრებული შეძლებს მარტივად ადაპტირდეს დასაქმების ბაზარზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ავტორის მოსაზრებით ეს შეხედულება ყველაზე გონივრულია, ვინაიდან, დღესდღეობით, საქართველოში შრომის ბზარი შედარებით ნელა ვითარდება და შესაძლოა კონკრეტულ კვალიფიკაციებზე საერთოდ არ იყოს მოთხოვნა და ადამიანს მოუხდეს დასაქმდეს არ თავისი, არამედ სხვა პროფესიით. ასევე, ბლოგში საუბარია კიდევ ერთი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტს თავადვე შეუძლია იყოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, რადგან სწორედ ის ამზადებს სამეცნიერო პოტენციალს, რომელიც დღევანდელ სამყაროში ტექნოლოგიური განვითარების საფუძველია. აქვე, მინდა აღვნიშნო ჩემი მოსაზრება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენს ქვეყანაში არსებული დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ვიზიარებ ბლოგის ავტორის მოსაზრებას და ვთვლი, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ შრომითი ბაზრის მოთხოვნებზე არ უნდა იყოს ორიენტირებული, ვინაიდან დასაქმების ბაზარი, ჩვენს ქვეყანაში არამდგრადია და შედარებით ნელა ვითარდება. აქედან გამომდინარე, ვფიქეობ, უნივერსიტეტის მთავრი მოვალეობაა სტუდენტს მისცეს ცოდნა და ტრანსფერული უნარები, რათა მან შეძლოს დასაქმების ბაზარზე მარტივად ადაპტირება.