3 Matching Annotations
  1. Feb 2025
    1. Many rural areas around the world are facing depopulation problems due to factors like migration, declining birth rates, climate change, unemployment and economic circumstances. Resulting is a population that gets older and older while it grows due to births and migration. Europe has been facing this problem since the 19th century (Kohler et al., 2017). These problems can be summarised into demographic change. This post compares the demographic change in mountain villages in the Swiss Alps with the mountain regions in Georgia, which are part of the Caucasus Mountains. The demographic aging of a population is significantly impacted by the migration patterns of specific age groups, particularly the movement of individuals in generative age. In many rural areas of the European Alps, the emigration of young people has historically played an important role with variations in timing and intensity across different regions (Bender & Kanitscheider, 2012)In Switzerland, the last three decades of the 20th century witnessed a trend of depopulation in urbanized regions and a process of counter-urbanization in rural areas, predominantly located in the mountainous zones of Switzerland (Bender & Kanitscheider, 2012). But present, a reversal trend of migration to mountainous regions can be observed. There are people, also younger ones, from the lowland urban areas that are moving to the regions of the Alps to live and work there. Therefore, the population changes back to a more even distribution over the age groups. The migration both ways is mostly due to the idea of better quality of life but as well because of business opportunities (Mayer & Meili, 2016) Figure 1: A mountain village (Corippo) in the canton Tessin in Switzerland. It shows kind of the demographic change where two people seem to move in or move away, therefore it could represent both countries' demographic chance situation in the mountainous villages (20 Minuten, 2019). In Georgia's mountains, the depopulation process started in the 1980s. Georgia was hit hardest between former Soviet republics and Eastern European countries (Salukvadze & Meladze, 2014). The population decreased from 1989 to 2017 by 39.7%. The economic crisis brought on by political and civil unrest is one of the variables contributing to the population shift in Georgia's mountains. In practically every highland region of Georgia, there is a drop in population, nevertheless, Khevi, Racha, Khevsureti, and Tusheti are especially visible. However, despite the similar environment, Khevi has a more favorable demographic situation than the other areas. The reason for this could be that the Georgian military road goes through here. In Oni municipality, there is a dramatic demographic situation because 37.3% of the population is made up of elderly people (Kohler et al., 2017). It can be said that the situation in Georgia still is dominated by a depopulation trend in the mountainous regions because young people are moving away for better perspectives. Switzerland on the other hand has a slight reversal trend, where more and more people are moving back to mountainous regions because of better work-live balance. But Switzerland went through phases of high depopulation rates before. In conclusion, we can say that demographic change is an ongoing process in both countries with similarities but also big differences. Literature:Bender, O., & Kanitscheider, S. (2012). New Immigration Into the European Alps: Emerging Research Issues. Mountain Research and Development, 32(2), 235–241. https://doi.org/10.1659/MRD-JOURNAL-D-12-00030.1Kohler, T., Elizbarashvili, N., Meladze, G., Svanadze, D., & Meessen, H. (2017). The Demogeographic Crisis in Racha, Georgia: Depopulation in the Central Caucasus Mountains. Mountain Research and Development, 37(4), 415–424. https://doi.org/10.1659/MRD-JOURNAL-D-17-00064.1Mayer, H., & Meili, R. (2016). New Highlander Entrepreneurs in the Swiss Alps. Mountain Research and Development, 36(3), 267–275. https://doi.org/10.1659/MRD-JOURNAL-D-16-00040.1Salukvadze, J., & Meladze, G. (2014). Georgia: Migration, a main risk towards demographic future. Discovering migration between visegrad countries and eastern partners, 150–169.20 Minuten (2019). Ohne Touristen verschwinden diese Oasen, URL: <https://www.20min.ch/story/ohne-touristen-verschwinden-diese-oasen-193854970725> (Accessed November 2023).

      აღნიშნული ბლოგი წარმოადგენს ერთგვარ შედარებით ანალიზს შვეიცარიისა და საქართველოს მთიან რეგიონებს შორის დემოგრაფიული ცვლილებების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ბლოგის ავტორებს გამოკვეთილი აქვთ რამდენიმე საკითხი, კერძოდ, მოსახლეობის შემცირების პრობლემები, მისი დაბერების პროცესი, დემოგრაფიული კრიზისის დასაწყისი და მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზები. საგულისხმოა, რომ შვეიცარიის მდგომარეობა მკვეთრად განსხვავდება საქართველოსგან. ბლოგში მოხსენიებული პრობლემები (მიგრაცია, შობადობის დაბალი დონე, ეკონომიკური პრობლემები, კლიმატის ცვლილებები და სხვ,) უფრო მკვეთრად გამოხატულია საქართველოში, რამაც, ცხადია, განაპირობა შრომისუნარიანი ახალგაზრდობის ბარში, ქალაქად გადასვლა. მაშინ როცა საქართველოში დღითიდღე უფრო აქტიურია მათი გადინება, შვეიცარიაში ახალგაზრდები ბრუნდებიან მთიან რეგიონებში. რაც შეეხება, დემოგრაფიული ცვლილებების დაწყებასა და განვითარებას, შვეიცარიაში ქალაქიდან სოფლად, მთაში გადასახლების ტენდენცია მე-20 საუკუნის ბოლოს დაიწყო და დღესაც გრძელდება, ცოტა განსხვავებული ფორმით. შედეგად კი ხდება მოსახლეობის ასაკობრივი განაწილების დაბალანსება, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და გარკვეული ტიპის ბიზნესის ხელშეწყობაც. საქართველოსთან მიმართებით კი ბლოგის ავტორს მოხსენიებული აქვს ტერმინი "კრიზისი" და აღნიშნულია, რომ 1980-იანი წლებიდან შეინიშნებოდა მოსახლეობის კლება მთაში სხვადასხვა ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გამო. რომ შევაჯამო, საქართველოშიც და შვეიცარიაშიც მიმდინარეობს დემოგრაფიული ცვლილებების პროცესი, თუმცა საპირისპირო ტენდენციებით.

  2. Oct 2022
    1. ნებისმიერ შემთხვევაში, რომელი მოსაზრების მიმდევრებიც არ უნდა ვიყოთ, ან თუნდაც სამივე მოსაზრებას ვიზიარებდეთ, ერთი რამ ცხადია – დასაქმების ბაზრისთვის მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლება, უფრო კონკრეტულად კი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების კომბინაცია.

      ჩემი აზრით, ბლოგში წამოჭრილი საკითხი ძალიან აქტუალურია, ვინაიდან საქართველოსნაირი განვითარებადი ქვეყნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დასაქმების შესაძლებლობებს. ვფიქრობ, დასაქმების პრობლემის ამოსავალი წერტილი სწორედ შენიშნა ავტორმა არის უმაღლესი განათლება. უფრო მეტიც, კურსდამთავრებულის მზაობა, რომ თავი კარგად გაართვას შრომის ბაზრის გამოწვევებს. ამასთანავე, ვეთანხმები ბლოგის ავტორს, რომ უნივერსიტეტი უნდა უვითარებდეს კურსდამთავრებულს იმ უნარებს, რომლებიც დაეხმარება მას იქცეს დამსაქმებლისთვის მიმზიდველ კანდიდატად. რაც ყველაზე მთავარია, მგონია, რომ ეკონომიკური განვითარების ფაქტორიც ამ პრობლემის გადაჭრისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

    2. დღევანდელ ბლოგში მინდა ერთ მნიშვნელოვან და ცოტაოდენ საკამათო საკითხს შევეხო – უმაღლესი განათლების კავშირს დასაქმებასთან. ალბათ გიჩნდებათ კითხვა, რა არის ამაში საკამათოო და პასუხიც არ დააყოვნებს –  რა თქმა უნდა უმაღლესი განათლება პირდაპირ კავშირშია დასაქმებასთანო. თუმცა, საკამათო მაინც არის, კერძოს კი ის, თუ როგორ, რა ხერხებით და რა ფორმით აქვს განათლებას კავშირი დასაქმებასთან: ვალდებულია თუ არა უნივერსიტეტი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედოს და მოამარაგოს დამსაქმებლები სათანადო მუშახელით?თუ ვალდებულია, რომ სტუდენტები და კურსდამთავრებულები მოამარაგოს შესაფერისი დასაქმების ადგილებით?ან იქნებ სულ სხვა როლი აქვს და ჩვენი, საზოგადოების წარმოდგენები ამ ორ ინსტიტუციას შორის კავშირებზე ზოგადი და შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად მცდარიც კია? ამ საკითხებზე განათლების მკვლევარები და სპეციალისტებიც მრავალი წელია დავობენ და განათლება-დასაქმების კავშირებზე, კერძოდ კი რა როლი უნდა ჰქონდეს განათლებას (ჩვენ შემთხვევაში – უმაღლეს განათლებას) დასაქმების ბაზრის განვითარებაზე ბევრი თეორია, კვლევა და მოსაზრება არსებობს. სპეციალისტთა (განსაკუთრებით, ადამიანური კაპიტალის თეორიის მიმდევრები) ნაწილი მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ კურსდამთავრებულის დასაქმება წარმოადგენს და რაც უფრო მეტ ინვესტიციას ჩადებს ინდივიდი თავის განათლებაში, მით უფრო მაღალშემოსავლიანი სამსახურის პერსპექტივა ექნება (Becker, 1994; Mincer, 1974). სხვათა შორის, 2017 წელს ცენტრმა კვლევაც კი ჩაატარა ამ საკითხზე, რომ გვენახა, რამდენად რეალისტურია ეს თეორია საქართველოს შემთხვევაში. მართლაც უფრო მაღალშემოსავლიან სამსახურს ჰპირდება ადამიანს განათლებაში ჩადებული ინვესტიცია? პასუხი ვრცლად ამ კვლევის ანგარიშში შეგიძლიათ იხილოთ: ამაშუკელი, მ., ლეჟავა, დ. და გუგუშვილი ნ. (2017). განათლების ამონაგები, დასაქმების ბაზარი და შრომითი კმაყოფილება საქართველოში. თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.

      მოცემულ ბლოგში დასაწყისშივე ნათლად წამოჭრილია პრობლემა იმის შესახებ, არის თუ არა უმაღლესი განათლება დასაქმების გარანტი. აქ ვხვდებით რამდენიმე დამოკიდებულებას, რომელსაც მკვლევარები აქტიურად უჭერენ მხარს. მაგალითად ერთ-ერთი მათგანია მოსაზრება იმის შესახებ, რომ უმაღლესი განათლების მიზანია სწორედ კურსდამთავრებულის დასაქმება.აქვეა წარმოდგენილი 2017 წლის კვლევა, რომელიც გვეხმარება დავაკვირდეთ ამ თეორიის რელევანტურობას. ავტორის დამოკიდებულებასაც ვხედავთ, როდესაც ამბობს რომ საქართველოში განათლება არა მაღალი შემოსავლების, არამედ დასაქმებისუნარიანობის პირდაპირპროპორციულია. აღსანიშნავია, განათლების მკვლევართა სხვა ნაწილის ხედვა, რომლებიც მიიჩნევენ რომ უნივერსიტეტი ნაკლებად წარმოგვიდგება დღეს დასაქმების ბაზრის შემქმნელად. ის უნდა ეცადოს კურსდამთავრებულს ისეთი უნარები განუვითაროს, რომლებიც მას დაეხმარება იმ კონკურენტუნარიან გარემოს, რომელიც შრომის ბაზარზეა, კარგად გაართვას თავი. სხვა შემთხევაში კი თავად შექმნას სასურველი დასაქმების ბაზარი. საქართველოს მაგალითით კი აშკარაა, რომ ჩვენი შრომის ბაზარი არც ისე ჩქარი რიტმით ვითარდება. აქვე ვხვდებით კიდევ ერთ მოსაზრებას, რომ უნივერსიტეტს იმის პოტენციალი აქვს, განვითარდეს ეკონომიკურად. ავტორი კი ყველაზე მეტად ამ ბოლო მოსაზრებას ეთანხმება.