1 Matching Annotations
  1. Nov 2023
    1. ჩემს მიერ შერჩეული ბლოგი დაწერილია ქართველი და შვეიცარიელი სტუდენტების მიერ(ლუკა კაპიტანიო,სიმონე გიორზი და ნათია კეკენაძე) რომლის განხილვის საგანია თემზე დაფუძნებული მთის მმართველობა საქართველოში,სადაც აღწერილია მაღალმთიანი დასახლებების რისკები და მათი გამომწვევი მიზეზები,ასევე განხულილულია მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მაღალმთიანი რეგიონების მომავალი.საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს მთავრობის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შექმნილია ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები(LAG),რომელთა მიზანი კერძო,საჯარო და სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივ დონეზე დაკავშირება და მთის განვითარების პრიორიტეტების/საჭიროებების განსაზღვრაა.2020 წლიდან LAG-ები აქტიურად მუშაობენ საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში.მაგალითად ხულოს LAG აქტიურად იყო ჩართული 73-მდე ადგილობრივი განვითარების ინიციატივის დაფინანსებაში.LAG-ის დახმარებით დაფინანსდა ორი სამკერვალო მაღაზია,სადაც 15-მდე ადგილობრივი ქალი დასაქმდა(EU4GEORGIA,2020). "შესაბამისად,უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი ინსტიტუტების შექმნა,რომლებიც შესაძლებელს გახდის შესანიშნავი კომუნიკაციის საშუალებას ადგილობრივ მთის თემებსა და შესაბამის პოლოტიკურ ინსტიტუტებს შორის,რათა შესაძლებელი გახდეს საუკეთესო მმართველობა". გიორგი ჟამიერაშვილი