1 Matching Annotations
  1. Feb 2025
    1. სოციალური კაპიტალი საქართველოში: როგორ მყარდება ნდობა საქმით სოციალური კაპიტალი ადამიანებს და ადამიანების ჯგუფებს შორის კავშირების ქსელი და ამ ქსელებთან დაკავშირებული ორმხრივი ნდობაა. ის აადვილებს ადამიანებს შორის კომუნიკაციას და თანამშრომლობას და ხელმისაწვდომს ხდის რესურსებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში მიუწვდომელი იქნებოდა. შესაბამისად, სოციალური კაპიტალი მნიშვნელოვანია სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის. 2019 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემები აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურული და კოგნიტური სოციალური კაპიტალის, განსაკუთრებით კოგნიტური სოციალური კაპიტალის, დონე საქართველოში გარკვეულწილად დაბალია, ამ ორს შორის კავშირი ძლიერია და იმაზე ძლიერი, ვიდრე თითოეულის კავშირი სხვა ფაქტორებთან.   სოციალური კაპიტალის ბევრი განმარტება არსებობს, თუმცა, მათი უმეტესობა ამ ფენომენის სტრუქტურულ და კოგნიტურ ელემენტებზე მიუთითებს. სტრუქტურული სოციალური კაპიტალი ქსელებსა და კავშირებზე მიუთითებს, ხოლო კოგნიტური – ამ კავშირებთან დაკავშირებულ ნდობის შეგრძნებაზე. მაგალითად, ქსელები მიუთითებს იმ ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ კავშირებზე, რომლებიც ადამიანებს თავის მსგავს და ასევე განსხვავებულ ჯგუფებთან აქვთ. ეს არის ურთიერთობები და განმეორებადი და ორმხრივი ინტერაქცია სხვებთან. სოციალური კაპიტალის კოგნიტური კომპონენტი კი ადამიანების სხვა ადამიანებისა და ინსტიტუტების მიმართ ნდობის გრძნობაზე მიუთითებს. ეს ორი კომპონენტი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია, ისინი გავლენას ახდენს და აძლიერებს ერთმანეთს.    სტრუქტურულ სოციალურ კაპიტალს ზომავენ კითხვებით, რომლებიც ადამიანის სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობასა და სხვადასხვა ჯგუფებთან კავშირებს აფასებს. კავკასიის ბარომეტრის ფარგლებში ასეთი სახის კითხვებიც ისმება, კერძოდ: დაეხმარეთ მეზობელს ან მეგობარს საოჯახო საქმეში ან ბავშვის მოვლაში ბოლო 6 თვის განმავლობაში დაეხმარეთ ვინმეს დავის მოგვარებაში ბოლო 6 თვის განმავლობაში მიიღეთ მონაწილეობა საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავებაში ბოლო 6 თვის განმავლობაში იყავით მოხალისე, ანუ შეასრულეთ რაიმე საზოგადოებრივი სამუშაო ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შეწირეთ ფული ეკლესიას ან მეჩეთს ბოლო 6 თვის განმავლობაში დაესწარით საჯარო შეხვედრას ბოლო 6 თვის განმავლობაში როდესაც ახლო ნათესავებს ან მეგობრებს ხვდებით, რამდენად ხშირად განიხილავთ ერთმანეთის პირად პრობლემებს? მოუწონებდით თუ არა თქვენი ეროვნების წარმომადგენელ ქალს ქორწინებას საქართველოში მცხოვრებ სომეხთან? მოუწონებდით თუ არა თქვენი ეროვნების წარმომადგენელ ქალს ქორწინებას საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთან? გყავთ თუ არა ახლო მეგობარი, რომელიც ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს? გყავთ თუ არა ახლო ნათესავი, რომელიც ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს? რაც შეეხება კოგნიტურ სოციალურ კაპიტალს, მისი შეფასება ხდება ადამიანების სხვა ადამიანებისა და ინსტიტუტების მიმართ ნდობის გაზომვით ხდება. კავკასიის ბარომეტრი მოიცავს რამდენიმე კითხვას, რომელიც კოგნიტურ სოციალურ კაპიტალს ზომავს, მათ შორის: როგორ ფიქრობთ, ზოგადად, ადამიანს შეუძლია ენდოს საქართველოში მცხოვრები ხალხის უმეტესობას, თუ, პირიქით, დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ხალხთან ურთიერთობისას? რამდენად ენდობით ან არ ენდობით საქართველოში მომუშავე ბანკებს? რამდენად ენდობით ან არენდობით არასამთავრობო ორგანიზაციებს? რამდენად ენდობით ან არ ენდობით მასმედიას? რამდენად ენდობით ან არ ენდობით რელიგიური აღმსარებლობის ინსტიტუტებს? ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოლიტიკური ინსტიტუტებისა და კონკრეტული ადამიანების მიმართ ნდობის ცვლადები კოგნიტური სოციალური კაპიტალის გასაზომად გამოყენებული არ არის, რადგან პოლიტიკურად დატვრითული დამოკიდებულებები უფრო მეტი ალბათობით დაკავშირებულია კონკრეტული ადამიანების მიმართ დამოკიდებულებასთან და მუდმივად იცვლება მიმდინარე მოვლენების ფონზე. საქართველოს მოსახლეობის სტრუქტურული სოციალური კაპიტალის აღწერის მიზნით, ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხების კოდირება გაკეთდა ისე, რომ რესპონდენტი იღებდა 1 ქულას, თუ მისი პასუხი სტრუქტურული სოციალური კაპიტალის არსებობაზე მიანიშნებდა და 0-ს, თუ მის არარსებობაზე მიუთითებდა. კითხვებზე პასუხები გაერთიანდა სტრუქტურული სოციალური კაპიტალის ინდექსში, რომელიც იცვლება 0-დან 11-მდე, სადაც 0 მიუთითებს სტრუქტურული სოციალური კაპიტალის ყველაზე დაბალ დონეზე და 11 – ყველაზე მაღალზე. სტრუქტურული სოციალური კაპიტალის საშუალო მაჩვენებელი საქართველოში 4.54-ია და მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი თითქოს ახლოსაა თეორიულ საშუალოსთან (5.5/11), მოსახლეობის ¾-ისთვის სტრუქტურული სოციალური კაპიტალის მაჩვენებელი 6 ქულა ან უფრო დაბალია და მხოლო 4%-ს აქვს 8 ან უფრო მაღალი ქულა.     <iframe src="https://crrcgeorgia.github.io/blogcharts/social-capital/ka/chart1.html" width="800" height="400" frameborder="0" scrolling="no"></iframe>     რაც შეეხება კოგნიტურ სოციალურ კაპიტალს, ნდობასთან დაკავშირებული კითხვები გარდაიქმნა და კოგნიტური სოციალური კაპიტალის ინდექსში გაერთიანდა, რომელიც 0-დან 5-მდე იცვლება. 0 ქულა კოგნიტური სოციალური კაპიტალის ყველაზე დაბალ, ხოლო 5 ყველაზე მაღალ დონეზე მიუთითებს. კოგნიტური სოციალური კაპიტალის საშუალო ქულა საქართველოში 1.52-ია და მოსახლეობის ¾-სთვის კოგნიტური სოციალური კაპიტალის მაჩვენებელი 2 ან უფრო დაბალია. მოსახლეობის მხოლოდ 6% აჩვენებს 3-ზე მაღალ ქულას. <iframe src="https://crrcgeorgia.github.io/blogcharts/social-capital/ka/chart2.html" width="800" height="400" frameborder="0" scrolling="no"></iframe>   აღწერილი მონაცემები გვიჩვენებს, რომ ხალხს კოგნიტურთან შედარებით, უფრო მაღალი სტრუქტურული სოციალური კაპიტალი აქვს. ეს ნიშნავს, რომ ქსელები და კავშირები უფრო განვითარებულია საქართველოში, ვიდრე სოციალური კაპიტალის ნდობის კომპონენტი. იმის უკეთ გასაგებად, თუ როგორ იცვლება სტრუქტურული და კოგნიტური სოციალური კაპიტალი სხვადასხვა დემოგრაფიულ ჯგუფში, შემუშავებულ იქნა რეგრესიული მოდელი. მოდელი მოიცავდა შემდეგ ცვლადებს: სქესი (კაცი, ქალი), ასაკობრივი ჯგუფი (18-34, 35-54, 55+), დასახლების ტიპი (დედაქალაქი, ქალაქები, სოფლები), განათლება (საშუალო ან უფრო დაბალი, საშუალო ტექნიკური, უმაღლესი), დასაქმების სტატუსი (დასაქმებული, დაუსაქმებელი), ვალის ქონა (ოჯახს აქვს ვალი, ოჯახს არ აქვს ვალი), სხვადახვა ნივთების ფლობის ჯამური ინდექსი, რომელიც კეთილდღეობის გავრცელებული  საზომია.სტრუქტურული სოციალური კაპიტალისათვის შემუშავებულ რეგრესიულ მოდელში გამოყენებულია კოგნიტური სოციალური კაპიტალი და პირიქით. თეორიულად, რეგრესიულ მოდელში ჩართული ყველა ცვლადი, როგორც წესი, დაკავშირებულია სოციალურ კაპიტალთან. კერძოდ, ადამიანებს უფრო მეტი კავშირებით განსხვავებულ ჯგუფებთან და ურთიერთობების შესაძლებლობებთან სტრუქტურული და კოგნიტური სოციალური კაპიტალის უფრო მაღალი დონე აქვთ. რეგრესიული ანალიზი აჩვენებს, რომ სტრუქტურული სოციალური კაპიტალი უფრო მაღალია დედაქალაქში, ვიდრე სხვა ურბანულ და სოფლის ტიპის დასახლებებში. ახალგაზრდებს უფრო მაღალი სტრუქტურული სოციალური კაპიტალი აქვთ, ვიდრე შუა ხნის და ხანდაზმულ ადამიანებს. ასევე მეტია ალბათობა, რომ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებს უფრო მაღალი სტრუქტურული სოციალური კაპიტალი ჰქონდეთ. ეს ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისში განსხვავებულ ჯგუფურ აქტივობებში ჩართვისა და სხვებთან დაკავშირების მეტი შესაძლებლობებია. ამის მსგავსად, ახალგაზრდებს შესაძლოა, მეტი დრო და ურთიერთობის და განსხვავებულ აქტივობებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომლებიც ქსელების ჩამოყალიბებასთანაა დაკავშირებული. განათლებასაც ასევე შეუძლია განსხვავებულ ჯგუფებთან ურთიერთობის და სხვადსხვა აქტივობებში ჩართვის მეტი შესაძლებლობების შექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ თეორიის მიხედვით, სტრუქტურული სოციალური კაპიტალი კოგნიტურ სოციალურ კაპიტალთანაა დაკავშირებული. ნდობის უფრო მაღალი მაჩვენებლების მქონე ადამიანებს უფრო მეტი კავშირები აქვთ განსხვავებულ ადამიანებთან და ჯგუფებთან.   <iframe src="https://crrcgeorgia.github.io/blogcharts/social-capital/ka/chart3.html" width="800" height="650" frameborder="0" scrolling="no"></iframe>   სტრუქტურული სოციალური კაპიტალი არ არის დაკავშირებული სხვა ფაქტორებთან. მაგალითად, მოსალოდნელი იყო, რომ დასაქმებულ ადამიანებს უფრო მაღალი სტრუქტურული სოციალური კაპიტალი ექნებოდათ, ვიდრე დაუსაქმებლებს. ასვე, არ არის განსხვავებები სქესის, ეკონომიკური მდგომარეობისა და ოჯახის მიერ ვალის ქონა-არქონის თვალსაზრისით. რაც შეეხება კოგნიტურ სოციალური კაპიტალს, რეგრესიული ანალიზი მიუთითებს, რომ კოგნიტური სოციალური კაპიტალის კუთხით განსხვავებები არ არის დასახლების ტიპის, სქესის, ასაკის, განათლების, ეკონომიკური მდგომარეობის, დასაქმების სტატუსის და ოჯახის მიერ ვალის ქონა-არქონის თვალსაზრისით. ერთადერთი ცვლადი, რომელიც კოგნიტურ სოციალურ კაპიტალთანაა დაკავშირებული, სტრუქტურული სოციალური კაპიტალია, რაც უკვე ზემოთაც გამოჩნდა. ეს ნიშნავს, რომ ნდობის მაღალი მაჩვენებლები არ არის დაკავშირებული რომელიმე დემოგრაფიული ჯგუფის წევრობასთან ან რამე სპეციფიურ მახასიათებლებთან. ის უფრო დაკავშირებულია ქსელების რაოდენობასთან, რომელიც ადამიანს აქვს. რაც უფრო მეტი სტრუქტურული სოციალური კაპიტალი აქვს ადამიანს, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ მას მაღალი კოგნიტური სოციალური კაპიტალი ჰქონდეს. რეგრესიული ანალიზი აჩვენებს, რომ სტრუქტურული სოციალური კაპიტალი რამდენიმე დემოგრაფიულ მახასიათებელთანაა დაკავშირებული, თუმცა, კოგნიტური სოციალური კაპიტალის წინასწარმეტყველება მხოლოდ სტრუქტურული სოციალური კაპიტალითაა შესაძლებელი. ეს კავშირი ლოგიკურია და ეთანხმება უკვე არსებულ კვლევებს, რომლებიც მიუთითებს, რომ ეს ორი გადაჯაჭვულია ერთმანეთზე. თავად ფაქტი, რომ კოგნიტური სოციალური კაპიტალი სხვადასხვა დემოგრაფიულ მახასიათებლებთან დაკავშირებული არ არის, მიუთითებს იმაზე, რომ სტრუქტურული სოციალური კაპიტალი განსაზღვრავს კოგნიტურ სოციალურ კაპიტალს. სტრუქტურული და სოციალური კაპიტალი საქართველოში მოსახლეობის უმეტესობისთვის საშუალო ან უფრო დაბალ დონეზეა. თუ სტრუქტურული სოციალური კაპიტალის წინასწარმეტყველება შეგვიძლია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა, ასაკი, განათლება, დასახლების ტიპი და კოგნიტური სოციალური კაპიტალი, თავად კოგნიტური სოციალური კაპიტალი, ძირითადად, მხოლოდ სტრუქტურულ სოციალურ კაპიტალთანაა დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, კოგნიტური სოციალური კაპიტალი ძალიან მნიშვნელოვანია, ის აადვილებს კომუნიკაციას და კავშირებს უფრო გამოსადეგს ხდის. შესაბამისად, შესაძლოა სასარგებლო იყოს იმის შემდგომი შესწავლა, თუ როგორ გარდაიქმნება სტრუქტურული სოციალური კაპიტალი კოგნიტურ სოციალურ კაპიტალად.

      ბლოგში საუბარია ადამიანებს და ადამიანების ჯგუფებს შორის კავშირების ქსელსა და ამ ქსელებთან დაკავშირებულ ორმხრივ ნდობაზე - სოციალურ კაპიტალზე. განასხვავებენ სტრუქტურულ და კოგნიტურ სოციალურ კაპიტალს. კავკასიის ბარომეტრის ფარგლებში ისმება კითხვები, რომლებიც ზომავს ადამიანების აქტივობებში ჩართულობას, ადამიანების და ინსტიტუტების მიმართ ნდობას და აფასებს სხვადასხვა ჯგუფებთან კავშირს. სტრუქტურული სოციალური კაპიტალის საშუალო მაჩვენებელი 4.54-ია (0-დან 11-მდე ქულა), კოგნიტური სოციალური კაპიტალის - 1.52(0-დან 5-მდე ქულა). საქართველოში ქსელები და კავშირები უფრო განვითარებულია, ვიდრე სოციალური კაპიტალის ნდობის ხარისხი. ბლოგში მოცემულია რეგრესიული მოდელის შედეგები, რომლებიც გვიჩვენებს, თუ როგორ იცვლება სტრუქტურული და კოგნიტური სოციალური კაპიტალი სხვადასხვა დემოგრაფიულ ჯგუფში. სტრუქტურული სოციალური კაპიტალი უფრო მაღალია დედაქალაქში, ვიდრე სხვა ქალაქებსა და სოფლებში. განსხვავებებია ასაკობრივ ჯგუფებში: ახალგაზრდებს უფრო მაღალი სტრუქტურული სოციალური კაპიტალი აქვთ, ვიდრე შუა ხნის და ხანდაზმულ ადამიანებს. სტრუქტურულ სოციალურ კაპიტალზე გავლენას ახდენს განათლების დონე. კოგნიტური სოციალური კაპიტალის კუთხით განსხვავებები არ შეინიშნება დასახლების ტიპის, სქესის, ასაკის თუ სხვა ნიშნის მიხედვით. ის უკავშირდება ქსელებისა და კავშირების რაოდენობას და მათი მიხედვით ხდება მისი განსაზღვრა. დასკვნის სახით ვიგებთ, რომ საქართველოში სტრუქტურული და სოციალური კაპიტალი მოსახლეობის უმეტესობისთვის საშუალო ან უფრო დაბალ დონეზეა. კოგნიტური სოციალური კაპიტალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურთიერთობებისა და კავშირების ჩამოყალიბებისთვის.

      სოციალური კაპიტალი გულისხმობს საზოგადოებრივი ცხოვრების რამდენიმე შემადგენელს - სოციალურ ქსელებს, ნორმებს, ნდობას, პრინციპებს, რაც შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს უფრო ეფექტურად იმოქმედონ საერთო მიზნების მისაღწევად. ვფიქრობ, ბლოგში მოცემული ინფორმაცია ნათლად გვიჩვენებს, თუ რა განსხვავებაა საქართველოში სტრუქტურულ და კოგნიტურ სოციალურ კაპიტალს შორის. ის, რომ ნდობის ხარისხი უფრო დაბალია, გასაკვირი არ არის. მარტივი არ არის ადამიანებს შორის ან ადამიანების ინსტიტუციების მიმართ ნდობის ჩამოყალიბება. რაც უფრო მეტი სტრუქტურული სოციალური კაპიტალი აქვს ადამიანს, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ მას მაღალი კოგნიტური სოციალური კაპიტალი ექნება. ასევე, ნიშანდობლივია ისიც, რომ საცხოვრებელი ადგილი, განათლება, ასაკი გარკვეულწილად გავლენას ახდენს იმ კავშირებსა და ურთიერთობებზე, რომლებიც ადამიანებს აქვთ. საინტერესო იყო ბლოგში მოცემული კითხვები, რომლებიც განასხვავებდა და ზომავდა სტრუქტურულ და კოგნიტურ სოციალურ კაპიტალს. ვფიქრობ, რაც უფრო კარგად არის განვითარებული კოგნიტური სოციალური კაპიტალი ჯგუფის თუ საზოგადოების წევრებს შორის, მით უფრო მეტი შეუძლიათ და უფრო ეფექტურად აღწევენ მიზნებს. სოციალური კაპიტალი მნიშვნელოვანია კონკრეტული საზოგადოებისა და სოციალური სუბიექტების სიჯანსაღის უზრუნველყოფისთვის.