1 Matching Annotations
  1. Last 7 days
    1. Switzerland is facing a biodiversity crisis. Since 1900, nearly half of the country's habitats and a third of its species have become endangered. The decline in biodiversity threatens not only ecosystems but also the services they provide. Ecosystem services are crucial for human survival as well as economic productivity (BAFU, 2023a). Despite the urgency to act, the expansion of protected areas in Switzerland has been slow and faced challenges due to the resistance of the public (Titz, 2022; von Burg, 2022).

      ბლოგი შეეხება შვეიცარიაში დაგეგმილ პარკ ადულას ეროვნული პარკის პროექტს და მის ჩავარდნას, რაც ნათლად ასახავს, როგორ შეიძლება ფედერალიზმმა ხელი შეუშალოს ბიომრავალფეროვნების დაცვას. ავტორი აანალიზებს, როგორ იქცა ბუნების დაცვის ინიციატივა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობის ობიექტად. ძირითადი მიზეზებია მოსახლეობის შიში ტრადიციული თავისუფლებების დაკარგვის, უნდობლობა მმართველი სტრუქტურების მიმართ და განცდა, რომ ლანდშაფტი უკვე საკმარისად დაცულია.

      ბლოგი მკაფიოდ აჩვენებს, რომ მხოლოდ ეკოლოგიური მიზნების დასახვა არასაკმარისია — ბუნების დაცვის პოლიტიკამ წარმატებას მაშინ აღწევს, როცა ის თანხვედრაშია სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ინტერესებთან. ჩემი პოზიციაა, რომ აუცილებელია სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების დაბალანსება. ბიომრავალფეროვნების დაცვა უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ მეცნიერებასა და გარემოსდაცვით მიზნებს, არამედ მოსახლეობის მონაწილეობასა და ნდობაზე დამყარებულ პროცესს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაზე კეთილი განზრახვებიც კი წარუმატებელი დარჩება.